08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
რუსულმა ავიაციამ ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა ავიაციამ ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მორიგი შეჭრის ფაქტის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საზღვრის დაცვის უწყება ავრცელებს.

ფინური მხარის განცხადებით, რუსული ვერტმფრენი ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილის საჰაერო სივრცეში 9 კილომეტრით შეიჭრა.

ფინურმა ავიაციამ რუს პილოტებთან რადიოსიგნალით კავშირზე გასვლა სცადა, თუმცა მათ არ უპასუხეს. რუსული სამხედრო ვერტმფრენი ფინეთის საჰაერო სივრცეში 6 წუთის განმავლობაში იმყოფებდა.

აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალურ მოსკოვს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები