08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
სტამბოლში რუსეთის საკონსულოს შენობასთან უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული

სტამბოლში რუსეთის საკონსულოს შენობასთან უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული. ამის მიზეზი კი მოსალოდნელი საპროტესტო აქციებია.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დიპლომატიურ უწყებასთან შეკრებას ყირიმელი თათრები გეგმავენ, რაც ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს უკავშირდება.

პარალელურად, საფრანგეთის გენერალურმა საკონსულომ თავის მოქალაქეებს ურჩია, თავი შეიკავონ იმ რაიონებში ყოფნისგან, სადაც რუსეთის საკონსულოები მდებარეობს.

 

დღის ამბები