08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
მიხეილ ხადარკოვსკის ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს - "იუკოსის" ხელმძღვანელს მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ

მიხეილ ხადარკოვსკის ამჯერად მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. რუსეთის პროკურატურამ იუკოსის ხელმძღვანელს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა.

საუბარია 1998 წელს ქალაქ ნეფტე-იუგანსკის მერის მკვლელობის საქმეზე. გამოძიების ცნობით, ხწორედ ხადარკოვსკიმ დაავალა თავის თანამშრომლებს მერის მკვლელობა და ამ დანაშაულის გარდა, მას კიდევ 3 პირზე თავდასხმის ორგანიზებაც ბრალდება.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, უახლოეს მომავალში იუკოსის ყოფილ ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდება. მიხეილ ხადარკოვსკი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს.

დღის ამბები