08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
მიშელ პლატინის აპელაცია სასამართლომ არ დააკმაყოფილა - უეფას პრეზიდენტის ფეხბურთიდან 90 დღიანი ჩამოცილება ძალაში რჩება

უეფას პრეზიდენტის მიშელ პლატინის აპელაცია ლოზანას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ფეხბურთიდან მისი 90 დღიანი ჩამოცილების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

გარდა ამისა, საარბიტრაჟო სასამართლომ ფიფას რეკომედაციით მიმართა, რომ პლატინის 90 დღიანი დისკვალიფიკაცია კიდევ 45 დღით არ გაახანგრძლივოს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეთიკის კომიტეტმა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პლატინისა და ზეპ ბლატერს საფეხბურთო საქმიანობა 90 დღით აუკრძალა.

უეფას პრეზიდენტს სასჯელის ვადა 2016 წლის 5 იანვარს ეწურება. სასჯელის მოხდის შემდეგ, საარჩევნო კომიტეტი პლატინის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.

დღის ამბები