08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
თავდასხმა ქაბულის დიპლომატიურ კვარტალში - დაღუპულია 4 სამართალდამცავი და 2 უცხოელი

თავდასხმა ქაბულის დიპლომატიურ კვარტალში. თალიბანის მებრძოლებმა ესპანეთის საელჩოსთან ჯერ დანაღმული მანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი ოჯახური ტიპის სასტუმროში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

შედეგად 4 ავღანელი სამართალდამცველი და ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ერთი ესპანეთის დიპლომატიური უწყების დაცვის თანამშრომელია.

თავდასხმაში თალიბანის ოთხი მებრძოლი მონაწილეობდა. ერთ–ერთმა სასტუმროს შესასვლელთან თავი აიფეთქა, დანარჩენები კი შეტაკების დროს მოკლეს.

თალიბანის წევრებმა მასშტაბური თავდასხმა რამდენიმე დღის წინ ყანდაარის აეროპორტზეც მოაწყვეს, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები