08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
თურქეთის დედაქალაქში ბეჭდური გამოცემის შენობა დაცხრილეს

ანკარაში ოპოზიციური გაზეთის რედაქცია დაცხრილეს. პოლიციის ინფორმაციით, გამოცემა ჰიურიეტის ოფისს ცეცხლი მოძრავი ავტომობილიდან გაუხსნეს, რის შემდეგაც ბოროტმოქმედებმა მიმალვაც მოახერხეს.

შენობას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, ჩაიმსხვრა მინები. სამართალდამცველების ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს და დანაშაულის დეტალების დადგენას ცდილობს. ძალოვანებს მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ მიუნიჭებიათ

 

 

დღის ამბები