08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
სირიელი დევნილების გამო გერმანიაში შეტაკება მოხდა

გერმანიის ქალაქი ლაიპციგი არეულობამ მოიცვა. ერთმანეთს ნეო–ნაცისტები და მემარცხენე ძალების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ნეო–ნაცისტები ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებიდან დევნილთა გაზრდილი ნაკადის გამო მარშის ჩატარებას გეგმავდნენ, თუმცა მსვლელობის დაწყებამდე ადგილზე მემარცხენეები შეიკრიბნენ და მარშის ჩაშლა სცადეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა.

სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შეტაკებების ასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 70 პოლიციელი. ძალოვანებმა არეულობის 23 მონაწილე დააკავეს.

დღის ამბები