08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
რუსეთის გენშტაბში სირიის ოპოზიციური ძალების მხარდაჭერის შესახებ განცხადება გაკეთდა

ვლადიმერ პუტინის შემდეგ, სირიის ოპოზიციური ძალების მხარდაჭერის შესახებ განცხადება რუსეთის გენშტაბშიც გაკეთდა. უწყების წარმომადგენლის თქმით, სირიის გათავისუფლების არმიის მხარდასაჭერად რუსეთის ავიაცია ყოველდღიურად ტერორისტების პოზიციებზე 40-მდე იერიშს ახორციელებს.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახოცვა დაიწყეს.

ერაყელი ბლოგერი ქალაქ მოსულიდან სოციალურ ქსელში წერს, რომ მებრძოლებმა უკვე მოკლეს ერაყსა და სირიაში დაუნის სინდრომით დაბადებული 38 ახალშობილი. 

დღის ამბები