03 ოქტომბერი 2024,   19:35
ვრცლად
საქართველოში მედიაპროფკავშირების შექმნაზე მუშაობა დაიწყო

ბათუმში ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება კავკასიური სემინარი ტრენერთათვის და მას ”ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” და ”ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია” ხელმძღვანელობენ. პროექტის ფარგლებში იქმნება ”მედიაპროფკავშირი” სამ ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, რომელიც მედიაში დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებებზე იმუშავებს.

პროექტის ავტორები და ინიციატორები აცხადებენ, რომ მედიაპროფკავშირების შექმნით ჟურნალისტებს და მედიასაშუალებებში დასაქმებულ სხვა პირებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი უფლებები დაიცვან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

დღის ამბები