20 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
რაგბის ევროპის პრეზიდენტი თბილისშია

რაგბი ევროპის პრეზიდენტი თბილისს გამთენიისას ეწვია. ოქტავიან მორარიუს ვიზიტი საქართველოში რაგბის კავშირის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ემთხვევა.

რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნები სავარაუდოდ გადაიდება.

როგორც ცნობილია, კავშირის პრეზიდენტობაზე კანდიდატურა აღარ არსებობს. ირაკლი აბუსერიძემ და გია ნიჟარაძემ გუშინ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარების საკითხი ეჭვქვეშ რაგბის კავშირის საგანგებო განცხადებამ დააყენა. განცხადებაში კავშირის წევრები, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თანამდებობის პირების მიერ არსებულ ზეწოლასა და სასურველი კანდიდატის გაყვანაზე საუბრობდნენ.

 

დღის ამბები