08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
მოსკოვში ვლადიმერ პუტინმა, სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ სირიის კრიზისზე იმსჯელეს

სირიის კრიზისი იყო ჯონ კერის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს შეხვდა.

სამ საათ ნახევარს გაგრძელდა ვლადიმერ პუტინთან საუბარი, რის შემდეგაც კერიმ განაცხადა, რომ მთელ რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სირიის კრიზისის დარეგულირება არის ის საერთო მიზანი, რომლის მიღწევაც ორივე ქვეყანას სურს.

პარასკევს ნიუ იორკში ამ თემაზე მესამე საერთაშორისო შეხვედრა იგეგმება, რომელშიც რუსული მხარეც მიიღებს მონაწილეობას.

 

 

დღის ამბები