08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ნიუ-იორკში 2016 წლისთვის საახალწლო სამზადისი დაიწყო

ნიუ–იორკში საახალწლო სამზადისი დაიწყო. 2016 წლამდე დარჩენილი 16 დღის აღსაღნიშნავად, ტაიმ სკვერზე ციფრი 16–ის ამსახველი ილუმინაცია გაანათეს.

უკვე დაწყებულია გიგანტური ბროლის ბურთის მონტაჟიც, რომელსაც ახალი წლის პირველ წუთს ტაიმ სკვერზე დაუშვებენ.

საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორები 31 დეკემბერს ნიუ–იორკის მთავარ მოედანზე მილიონამდე ადამიანს ელოდებიან, რადგან შობა–ახალი წლის სეზონზე ნიუ–იორკში უჩვეულოდ თბილი ამინდია მოსალოდნელი.

დღის ამბები