08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
კანადელ პასტორს ფხენიანში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

კანადელ პასტორს ფხენიანში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასულიერო პირი, რომელიც წარმოშობით კორეელია და კანადის მოქალაქეა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო გაასამართლეს.

გამოძიების ინფორმაციით, ლიმ ჰენ სუ ჩრდილო კორეაში ბოლო 18 წლის განმავლობაში სულ მცირე ასჯერ იმყოფებოდა და ჰუმანიტარული საქმიანობის ნაცვლად ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას ეწეოდა. ბოლოს ფხენიანში ის იანვარში ჩავიდა და ერთი თვის თავზე პოლიციამ დააპატიმრა.

ლიმ ჰენ სუმ ზაფხულში პრესკონფერენცია გამართა და წაყენებული ბრალდებები აღიარა. მან განაცხადა, რომ მისი მიზანი ჩრდილო კორეაში სახელმწიფო მოწყობის ფორმის დამხობა და რელიგიური სახელმწიფოს შექმნა იყო. ამას გარდა, მან განაცხადა, რომ ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეაში მიგრაციაში ეხმარებოდა.

დღის ამბები