საკონსტიტუციო სასამართლოში კამპანიის "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" ფარგლებში მომზადებული სარჩელის განხილვა იწყება.
სასამართლო დღეს მოსარჩელეებისა და მოპასუხის არგუმენტებს არსებით საკითხებთან დაკავშირებით მოისმენს. სასამართლო ასევე ექსპერტებისა და საკითხის სპეციალისტების პოზიციებს მოუსმენს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასამართლო ბრძანების გარეშე მოქალაქეების მოსმენა არაკონსტიტუციურია.