03 ოქტომბერი 2024,   19:29
ვრცლად
მთავრობა 2015-2016 წლებში მასწავლებელთა ხელფასების ზრდას გეგმავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას მასწავლებელთა ხელფასებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2015-2016 წლებში საჯარო სკოლების მასწავლებელტა ხელფასების ზრდა ეტაპობრივად განხორციელდება. მინისტრს კონკრეტულ ციფრებზე არ უსაუბრია.

ნოდარ ხადურმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს წარმოადგინა. ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი სოციალური პროექტების განხორციელებაა. დოკუმენტი განსახილველად უკვე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს. საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტის პროექტზე 2 ეტაპად უნდა იმსჯელოს და საბოლოო ვერსია 2014 წლის დეკემბრის შუა რიცხვებამდე უნდა დაამტკიცოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები