საახალწლო მიღება გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. გიორგი მარგველაშვილმა მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცა და 2015 წელი შეაჯამა.
პრეზიდეტის თქმით, ქვეყანამ შეძლო განვითარება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-NATO-ს ურთიერთობების განმტკიცებისა და პარტნიორობის გაძლიერებისათვის.
„გვქონდა შესაძლებლობა ბეჯითად გვემუშავა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე. გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველო-NATO-ს ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის მშვიდობის განმტკიცებაზე საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.