08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
არსენ ავაკოვმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა

არსენ ავაკოვმა ღირსების შელახვისთვის მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ადგილობრივი ტელეარხის ეთერში განაცხადა.

 ავაკოვმა სარჩელი სასამართლოში იმ ბრალდებების გამო შეიტანა, რომლებიც ოდესის ოლქის გუბერნატორმა მთავრობის სკანდალურ სხდომაზე გაახმოვანა.

მიხეილ სააკაშვილმა არსენ ავაკოვს ქურდი უწოდა და კორუფციაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებების დამტკიცებას ავაკოვი სააკაშვილისგან სასამართლოში მოითხოვს. მისივე თქმით, სარჩელს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსენი იაცენიუკიც ამზადებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები