08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
კრისტინ ლაგარდის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის წინააღმდეგ საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კრისტინ ლაგარდი გულგრილობასა და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომელშიც ცნობილი ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ ტაპი ფიგურირებს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ წლების წინ მას 400 მილიონი ევრო გადაუხადა კომპენსაციის სახით. იმ პერიოდში კი კრისტინ ლაგარდი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი იყო.

ლაგარდი სასამართლოშია დაბარებული და მისი ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

დღის ამბები