08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში სამშვიდობო პროცესის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში სამშვიდობო პროცესის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი მიიღო.  სამშვიდობო პროცესის დაწყება მომავალი წლის იანვარშია დაგეგმილი.

დოკუმენტი კონფლიქტის ყველა მხარეს ავალდებულებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები სამშვიდობო მოსახლეობის წინააღმდეგ.

ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სირიელ ხალხს შეუძლია. 

გაერო ოფიციალურ დამასკოსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის ორგანიზების ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებს. 

 

დღის ამბები