08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ევროპამ და თურქეთმა რუსულ სამხედრო ავიაციას საჰაერო სივრცე დაუხურეს

ევროპამ და თურქეთმა რუსულ სამხედრო ავიაციას საჰაერო სივრცე დაუხურეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის უწყებაში გაკეთდა.

გენერალი კონოვალოვი ამბობს, რომ სირიაში საჰაერო ოპერაციის ჩასატარებლად მოსკოვმა რამდენიმე ქვეყანას მიმართა, თუმცა მათ საჰაერო სივრცის გახსნაზე უარი თქვეს. მისივე თქმით, მისიის შესასრულებლად ავიაცია ოლენოგორსკის აეროდრომს იყენებს.

გენერლის ინფორმაციით, რუსულმა  ავიაციამ აეროდრომიდან 145 საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ისლამური სახელმწიფოს პოზიციების გასანადგურებლად 1500–მდე ჭურვი და 20-მდე ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა.

დღის ამბები