08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსა და ქურთთა მუშათა პარტიის განადგურების მნიშვნელობაზე საუბრობს

თურქეთის პრეზიდენტმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსა და ქურთთა მუშათა პარტიის განადგურების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეს დაჯგუფებები ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. თურქი სამართალდამცველები სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში უკვე რამდენიმე კვირაა მასშტაბურ სპეცოპერაციებს ატარებენ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ. ბოლო 4 დღის განმავლობაში მათ 69 მებრძოლი მოკლეს. შეტაკებას ორი თურქი სამხედროც ემსხვერპლა. პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ანკარა ერაყის ჩრდილოეთ რეგიონიდან საკუთარი კონტინგენტის ნაწილის გაყვანას გეგმავს. 

დღის ამბები