08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
კოლუმბიელი ლამაზმანი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს

კოლუმბიელი ლამაზმანი, რომელიც მის სამყაროს გვირგვინის მფლობელი მხოლოდ რამდენიმე წუთით იყო, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

21 წლის ადრიანა გუტიერეს არევალო მორალური ზიანისთვის სილამაზის კონკურსის ორგანიზატორებისგან კომპენსაციას მოითხოვს.

მისმა ადვოკატებმა სარჩელის მომზადება უკვე დაიწყეს, თუმცა თანხა არ კონკრეტდება. მის სამყაროს კონკურსი ლას ვეგასში სკანდალით დასრულდა.

ღონისძიების წამყვანმა კოლუმბიის წარმომადგენელი გამარჯვებულად შეცდომით გამოაცხადა და მას გვირგვინიც დაადგეს, მოგვიანებით გაირკვა, რომ რეალურად მის სამყარო ფილიპინების წარმომადგენელი იყო. დაშვებული შეცდომისთვის წამყვანმა ბოდიში მოიხადა და გვირგვინიც ნამდვილ გამარჯვებულს გადასცეს.  

 

დღის ამბები