08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს

ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს თალიბანის მებრძოლებსა და ავღანეთის არმიას შორის ჰელმანდის პროვინციაში.

სამთავრობო ძალები უკვე მეორე დღეა ცდილობენ ქალაქ სანგინში პოლიციის შტაბზე კონტროლის შენარჩუნებას. თალიბები ირწმუნებიან, რომ დასახლებას მთლიანად ისინი აკონტროლებენ.

თუმცა ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორი აცხადებს, რომ არმია თალიბანის მებრძოლთა შეტევების მოგერიებას ახერხებს. ქალაქ სანგინს სტრატეგიული მნიშვნელობა ადგილმდებარეობა აქვს.

ის ერთმანეთთან ავღანეთის ორ დიდ პროვინციას აკავშირებს და გარდა ამისა ოპიუმის წარმოების ცენტრად ითვლება.

დღის ამბები