03 ოქტომბერი 2024,   19:23
ვრცლად
ასავალ-დასავალის ჟურნალისტი ზაზა დავითაია ნაცემია

იოსებიძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჟურნალისტ ზაზა დავითაიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლაი ზონის“ წევრებს შორის.

როგორც გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა აცხადებს ზაზა დავითაიას "თავისუფალი ზონის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს ორგანიზაციის 10-მდე წევრი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებული ზაზა დავითაია ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თავად ზაზა დავითაის განცხადბით, თავდამსხმელებს შორის "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუაც იყო. "ასავალ-დასავალში" აცხადებენ, რომ დავითაია პოლიტიკური მოტივით არის ნაცემი.

მომხადრზე დაკავებულია თავისუფალი ზონის წევრი დავით გოგოხია, რომელიც  წინასწარი დაკავების იზოლატორიშია გადაყვანილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ გოგოხიას ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხოფა პირველად ზაზა დავითაიამ მიაყენა. მომხდარზე კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელმა, კობა ხაბაზმა და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ჭიკაიძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოცხახდებული ომის გაგრძელებაა. ხაბაზი დღევანდელ ფაქტს ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვიკაციად აფასებს.  მისივე თქმით ინცინდენტის დროს ადგილზე მისული პარტული დავით გოგოხიას ფიზიკურად გაუსწორდა. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მათ თავად გოგოხიამ მიაყენა.

მომხდარზე საქმე 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციისთის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

დღის ამბები