08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ქვეყნის ფინანსურმა უწყებამ სიაში დამატებით 34 ორგანიზაცია და ინდივიდუალური პირი შეიყვანა.

სანქციები ეხება ისეთ კომპანიებს როგორიცაა ვითიბი ბანკი, სბერბანკი და როსტეკი.

განცხადებაში წერია, რომ სიის გაფართოება უკრაინის კრიზისის დიპლომატიურ გადაჭრას ემსახურება.

შეერთებული შტატები არ აპირებს სანქციების გაუქმებას, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს.

დღის ამბები