08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
შობის ღამეს ავსტრალიაში ტყის ხანძარმა 100-ზე მეტი სახლი გადაწვა

სტიქიამ ავსტრალია დააზარალა. ტყის ხანძარმა ვიქტორიას შტატში რეგიონში 100–ზე მეტი სახლი გადაწვა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცეცხლი ტყეს შობის ღამეს მოედო და ქარიანი ამინდის გამო მალევე გავრცელდა.

სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და სახანძრო ავიაცია. მაშველებმა რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

მეხანძრეებს ცეცხლის ჩასაქრობად 20 საათი დასჭირდათ.

დღის ამბები