03 ოქტომბერი 2024,   19:33
ვრცლად
ხატია ბუნიათიშვილმა ამერიკაში პირველი ტურნე დაიწყო

ხატია ბუნიათიშვილმა შეერთებულ შტატებში პირველი ტურნე კლასიკური მუსიკის ცენტრიდან დაიწყო. 

ხატია ბუნიათიშვილმა ამერიკული საღამოები სიეტლიდან დაიწყო. სიეტლის სიმფონიური ორკესტრის სახლში ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად ქართველმა პიანისტმა რახმანინოვის ნაწარმოებები შეასრულა. კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქალაქში ქართველი პიანისტის კონცერტებმა სამი დღის განმავლობაში ანშლაგით ჩაიარა. ბუნიათიშვილის გამოსვლა ადგილობრივმა მუსიკოსებმაც შეაფასეს. სიეტლის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ლუდოვიკ მორლო აცხადებს, რომ ბუნიათიშვილი უნიჭიერესი პიანისტია და მათთვის ხატიას ჩამოყვანა და სიეტლის ორკესტრთან მუშაობა არაჩეულებრივი შესაძლებლობა იყო. 

ვირტუოზი და შესანიშნავი სემსრულებელი უწოდა „გენაროია ჰოლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბუნიათიშვილს და იმედი გამოთქვა, რომ ის ისეთივე პოპულარული ხელოვანი იქნება ამერიკაში როგორიც ევროპაშია.

სიეტლის სიმფონიური ორკესტრის შემდეგ ხატია ბუნიათიშვილი მომდევნო ამერიკულ საღამოებს ტორონტოსა და ცინცინატის ორკესტრებთან ერთად გეგმავს. კონცერტები ქართველი პიანისტის მომდევნო ორი წლის გეგმებშია გაწერილი.

30 სექტემბერს ქართველი პიანისტი ლონდონში მუსიკალური ფესტივალის დასკვნით საღამოზე დაუკრავს. ცნობილი ევროპელი და ამერიკელი ვარსკვლავების შემდეგ ხატია ბუნიათიშვილი ფესტივალს პლასიდო დომინგოსთან ერთად დახურავს. 2016 წლის იანვარში კი ბუნიათიშვილი კონცერტს პირველად „კარნეგი ჰოლის“ დიდ  დარბაზში გამართავს.

დღის ამბები