ამერიკელი ბიზნესმენის, ჯონ ვურდემანის, მხარდამჭერი აუქციონი თბილისში გაიმართა. აუქციონზე საგანგებოდ მოწყობილი საცავიდან გამოტანილი იყო სხვადასხვა მარკის ღვინოები.
ჯონ ვურდემანს სახლი სიღნაღში, დაახლოებით, 2 კვირის წინ დაეწვა - შენობასთან ერთად განადგურდა უნიკალური ეთნოგრაფიული მასალა და მარანი.
ამერიკელი მხატვარი, მეღვინე და ბიზნესმენი საქართველოში 90-იან წლებში დასახლდა. მას ქართული ღვინის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.