08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან

ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან, სადაც ხელისუფლებამ მოსახლეობის დასახმარებლად დამატებითი სამხედრო დანაყოფები გაგზავნა. გადაწყვეტილება ბრიტანეთის პრემიერმა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე მიიღო.

საშობაოდ მოსულმა ჭარბმა ნალექმა ყველაზე მეტად იორკშირი დააზარალა. ინგლისსა და უელსში საფრთხის შესახებ მოსახლეობაც გააფრთხილეს. ათობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

ზამთრის განმავლობაში ინგლისში წყალდიდობის გახშირებული შემთხვევების გამო მოსახლობის ნაწილი პრემიერ კემერონის მთავრობასაც აკრიტიკებს და მათ წყალდიდობისგან დამცავი პროგრამის შეფერხებაში ადანაშაულებს. 

დღის ამბები