08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
სარკინიგზო ავარია ავსტრალიაში - გოგირდმჟავით დატვირთული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა

სარკინიგზო ავარია მოხდა ავსტრალიაში. გოგირდმჟავით დატვირთული სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. ინციდენტი ქვინსლენდის შტატში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგირდმჟავის ნაწილი ვაგონებიდან გადმოიღვარა, თუმცა ირწმუნებიან, რომ გარემოს დაბინძურების საფრთხე არ არსებობს.

ავარიის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. სამართალდამცველები ინციდენტის დეტალებს სწავლობენ.

დღის ამბები