08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
კანადური ავიაკომპანიის საამგზავრო ლაინერი ავარიულად დასვეს - 22 მგზავრი დაშავდა

კანადური ავიაკომპანიის ეარ კანადის საამგზავრო ლაინერი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რის გამოც 22 მგზავრი დაშავდა.

თვითმფრინავი შანხაიდან ტორონტოში მიფრინავდა და მის ბორტზე 332 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა. მომხდარის გამო პილოტებმა ლაინერი კალგარის აეროპორტში ავარიულად დასვეს.

დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში მაშველებმა გადაიყვანეს.

დღის ამბები