08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
აშშ-ში მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს შეერთებული შტატების სამ ქალაქში - ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში.

შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურმა პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ სწორედ ეს სამი ქალაქი შეიძლება გახდეს თავდამსხმელტა სამიზნე, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია მათ არ აქვთ.

6 ათასი პოლიციელი იქნება მობილიზებული ტაიმ სკვერზე, სადაც ახალი წლის დადგომას ერთად მილიონი ადამიანი იზეიმებს.

ზუსტად ღამის 12 საათზე გიგანტურ ბროლის ბურთს დაუშვებენ. ორგანიზატორებმა რეპეტიცია უკვე გაიარეს და ბურთის დასაშვები მექანიზმი გამოსცადეს.

დღის ამბები