09 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
"ჩემთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას," - შტაინმაიერი

კონფლიქტი უკრაინაში შესაძლოა ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ტელეარხ CDF-ის ეთერში განაცხადა.

გერმანიის პირველი დიპლომატი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინას ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

შტაინმაიერმა ილაპარაკა ევროკავშირსა და რუსეთს შორის გართულებულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი სერიოზულია და ცალმხრივად ვერ გადაიჭრება.

"ყოველთვის ვამბობ, რომ კონფლიქტის პროვოცირება 14 დღეშიც შეიძლება. იმავე კონფლიქტის გადაწყვეტას კი უკვე 14 წელი სჭირდება. ამჟამად ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. ყირიმის უკანონო ანექსიას ვერ შევეგუებით, ვერ დავივიწყებთ. ეს დარჩება ჩვენ შორის კონფლიქტად, თუმცა უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ახლა დაპირისპირების გამწვავება დაუშვებელია. სწორედ ამიტომ ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან გამოთქმული მხარდაჭერის მიუხედავად, ჩემთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას,“ - განაცხადა შტაინმაიერმა.

პარალელურად კი ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას იწყებს. შესაბამისი ბრძანება რუსეთის საკანონმდებლო პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები