09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად, უკრაინის მთავრობას კონსულტაციები ეკა ზღულაძესთანაც აქვს

პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ფრაქციის წევრმა მუსტაფა ნაიემმა სოციალური ქსელ "ფეისბუქში" დაადასტურა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ეკა ზღულაძის კანდიდატურა განიხილება. ზღულაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ალექსანდრე კვიტაშვილი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ეკა ზღულაძესთან ერთად მმართველი პარტიის ფრაქციის წევრებს ხვდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრაქციასთან შეხვედრაზე გუშინ თავად პრეზიდენტი პოროშენკოც იმყოფებოდა.

უკრაინელი დეპუტატი მუსტაფა ნაიემი აქვეყნებს ზღულაძესთან საუბრის დეტალებსაც. ის ფრაქციის სხდომაზე დასასწრებად საფრანგეთიდან ჩამოფრინდა და აღნიშნა, რომ კარგი სამსახური უკვე აქვს, თუმცა ეს მისთვის საინტერესო შანსია, რომელიც უკვე მეორედ მიეცა. ზღულაძის თქმით, უკრაინასა და საქართველოს ერთი მტერი ჰყავთ საბჭოთა წარსულის სახით.

უკრაინულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი პეტრე პოროშენკომ უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა. კვიტაშვილი, სავარაუდოდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა. რადგან გაზეთ „უკრაინსკაია პრავდას“ რედაქტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა, კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობაზე განაცხადი უკვე შეიტანა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები