03 ოქტომბერი 2024,   19:22
ვრცლად
ცვლილებები ტყით სარგებლობის წესში

ტყით სარგებლობის წესში ცვლილებები შედის. მაღლმთიანი სოფლების მცხოვრებლები, 7-ის ნაცვლად, 15 კუბური მეტრი შეშით სარგებლობის უფლებას მიიღებენ. ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთდა განცხადება. სამინისტროს წარმომადგენლებმა ტყით სარგებლობის წესში ცვლილებების შეტანის მიზეზიც განმარტეს. მათი თქმით, სტატისტიკამ აჩვენა, რომ 7 კუბური მეტრი ერთი კომლისთვის ზამთრის განმავლობაში საკმარისი არ არის.  

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თქმით, ტყით სარგებლობის წესის ცვლილებების მიხედვით, „ეროვნულ სატყეო სააგენტოს“ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყიოს დამზადების და მიღებული რესურსის რეალიზაციის უფლება მიენიჭა.

„ამ მიმართულებით ჩვენ ვიწყებთ საპილოტე პროექტის განხორციელებას რაჭაში ამბროლაურის რეგიონში, ამბროლაურის სატყეო უბანში, რომელიც შემდგომში ეტაპობრივად განხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“, - განუცხადა ტაბუცაძემ ჟურნალისტებს. 

დღის ამბები