ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციისა და სპორტის სამინისტროებმა ბავშვებზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიში წარადგინეს. სამინისტროების წარმომადგენლებმა იმ რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც ამ მიმართულებით გატარდა. ბოლოს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
"ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს ოთხმა სამინისტრომ გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ გარკვეული მოკლე ანგარიში მიმდინარე სიახლეებზე და ის რაც გველოდება უახლოეს ხანებში. ვფიქრობ მნიშვნელოვანი სიახლეების გაზიარება შეგვეძლება საზოგადოებისთვის", - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.