ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მზის ფესტივალი გაიხსნა განახლებულ მზიურში. პროექტის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.
მზიურში ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, თეატრალიზებული წარმოდგენები, კონკურსები და სხვა გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს, რომლებიც 6 საათამდე გაგრძელდება.