19 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
პოლიციის დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა

საზეიმო ღონისძიების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა. მოძრაობა თეთრიხმაურის წევრებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს და საკანონმდებლო ცვლილებები მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან ბანერის მიტანაც სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„ამიტომ მოვედით აქ, რომ ეს ქურდობა პოლიციელებს არ შევარჩინოთ როგორც არ შევარჩენთ იმ თანხას, რომელიც ჩვენი ოჯახებიდან ამოიღეს, იმ დამცირებას წამებას და იმ წლებს, რომელიც ჩვენ დაგვაკარგინეს და ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ეს ნარკოპოლიტიკა არ დამთავრდება,“-აცხადებს მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრი პაატა საბელაშვილი.

დღის ამბები