ვიდეომასალა რომელიც, რამდენიმე დღის წინ ვეგანურ კაფეში მომხდარ დაპირისპირებას ასახავს სოციალურ ქსელში, უცნობმა პირმა დღეს გაავრცელა. მასალაში ჩანს, რომ კაფეს თანამშრომლები, შესულ პირებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. კაფეში დაწყებული დაპირისპირებამ მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა.
ვეგანური კაფეს თანამშრომელი, რომელიც გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, ამბობს, რომ ვიდეო დამონტაჟებულია. თანამშრომელი იხსენებს, რომ 29 მაისს კაფეში შესული პირები პროვოკაციულად იქცეოდნენ.
მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს დაპირისპირებაში მონაწილე მეორე მხარე.
ვეგანურ კაფეში მომხდარ თავდასხმაზე რამდენიმე უცხოურმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის CNN-მა და BBC-მ ვრცელი მასალა მოამზადა.