რუსთავი 2- ის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და ქვეყანაში მედია პლურალიზმის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების ელჩმაც. მისი თქმით, სასამართლო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ობიექტური და დაცული ნებისმიერი სახის პოლიტიკური ჩარევისგან.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსთავი 2-ს მისცენ საშუალება შეინარჩუნოს სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ შეიცვალოს მისი სარედაქციო პოლიტიკა ამ საარჩევნო წელს და არჩევნებზე იყოს ფოკუსირებული. ჩვენთვის რუსთავი 2-ის საქმე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აბსოლუტური პრიორიტეტია ის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს წვდომა მედიაზე, მათ შორის რუსთავი 2-ზე. სასამართლო პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ობიექტური და არ გვინდა, რომ მასში ნებისმიერი სახის პოლიტიკური ჩარევა ვნახოთ. წინასაარჩევნო გარემო დაზარალდება ქვეყნის ყველაზე დიდი ტელევიზიის დახურვით ან მენეჯმენტის შეცვლით,“ - განაცხადა იან კელიმ.
რუსთავი 2-ს საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თურქეთის ელჩმა და განაცხადა, რომ ისინი ამ საქმეს აქტიურად ადევნებთ თვალს და მუდმივი კავშირი აქვთ ქართველ კოლეგებთან,“ - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
რუსთავი 2-ის საქმეს აფასებს იტალიის ეჩლიც, რომელიც პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებასა და სასამართლო პროცესის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ერთის მხრივ პლურალისტური მედია გარემო და მეორეს მხრივ დამოუკიდებელი სასამართლო ძალიან მნშვნელოვანია, თუმცა ამას 5 წუთში ვერ მიაღწევ. საჭიროა მუშაობა და კულტურული საფუძველი, მაგრამ ვფიქრობ, თქვენ შეგიძლიათ ამ მხრივაც მიაღწიოთ წარმატებას,“ - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.