საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი და მათ შორის წარსულში ე. წ. კანონიერი ქურდობისათვის ნასამართლევი, პლატონ მამარდაშვილი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, მამარდაშვილმა, ჯგუფის კიდევ ოთხ წევრთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა დიდი ოდენობით ყალბი ას დოლარიანი კუპიურების გასაღებას, რა დროსაც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს დაჯგუფების 3 წევრი, ხოლო მამარდაშვილისა და სორდიას აყვანა მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 10 წლამდე ვადით.