19 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი იწყება - ადვოკატები მოსამართლე გუჯაბიძისგან თვითაცილებას მოელიან

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი იწყება ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში. ტელეკომპანიის წარმომადგენლები სხდომის დასაწყისშივე მოსამართლე ნათია გუჯაბიძისგან საქმეზე თვითაცილებას მოელიან.

სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის შესახებ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე გუჯაბიძეს განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია.

თუ მოსამართლემ პირადად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ადვოკატები თავად აპირებენ კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის საქმიდან აცილების შუამდგომლობის დაყენებას.

“ნათია გუჯაბიძის მიერ ამ საქმის თვითაცილებაზე უარის თქმა დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას ვერანაირად ვერ ექნება სპორტული ჟინი რუსთავი 2-ის საქმის განხილვის და ერთადერთი მოტივი, მისი ამ საქმის განხილვაში მონაწილების მიღების, იქნება ხელისუფლების დაკვეთის შესრულება. ვინაიდან ხელისუფლებას აქვს მძლავრი ბერკეტი ხელშ მის წინააღმდეგ,“ - განაცხადა რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა რუსთავი 2-ის კიდევე ერთმა ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა. 

„ვფიქრობთ, რომ მან უნდა დააყენოს თვითაცილების საკითხი, თუ ასე არ გააკეთა, ჩვენ დავაყენებთ მისი აცილების საკითხს,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ქიბარ ხალვაშის ადვოკატს, პაატა სალიას თქმით, მოსამართლის საფუძველი არ არსებობს. 

„აცილების საფუძველი არ არსებობს. არ არის აღძრული არანაირი სისხლის სამართლის საქმე. არ ყოფილა არანაირი დისციპლინური დევნა და ზოგადად ეს ფაქტი დასტურდება თუ არა ესეც საკითხავია,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

სააპელაციო სასამართლოსთან უკვე იმყოფებიან რუსთავი 2-ის მხარდამჭერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

მათი შეფასებით, მიმდინარე დავა არის პოლიტიკური და აცხადებენ, რომ თუ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე რუსთავი 2-ის საქმეს არ აიცილებს, ამ შემთხვევაში, როგროც მის, ასევე მოსამართლეთა კოლეგიის მიმართ უფრო მეტი შეკითხვები გაჩნდება.

დღის ამბები