რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი შვიდ ივნისს 10:00 საათიდან განახლდება. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა პროცესი რამდენიმე წუთის წინ. მანამდე კი მოდავე მხარის ადვოკატი პაატა სალია საუბრობდა - მან სააპელაციო სარჩელი წარადგინა. პაატა სალიამ და ზაზა ბიბილაშვილმა იკამათეს კიდეც სხდომაზე. თავად სასამართლო პროცესი კი რუსთავი 2-ის ადვოკატების გარეშე მიმდინარეობს. მოსამართლეებმა ისინი დარბაზიდან გააძევეს და დააჯარიმეს კიდეც. დღეს ასევე სასამართლო კოლეგიამ დარბაზი დაატოვებინა დამსწრეთა ნახევარს.
სხდომის დასაწყისში დარბაზში არ დაუშვეს ნიკა გვარამია, მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ კი საქმე არ აიცილა. მოსამართლეებმა ასევე არ გადადეს პროცესი მიუხედავად იმისა რომ სხდომას აღარ ესწრებოდნენ რუსთვი 2-ის ადვოკატები.