თბილისის შემოვლითი საავტომობილო მაგისტრალის 400 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი საერთოდ არ არსებობს.
გზის ეს მონაკვეთი ამ დრომდე არაა ექსპლოატაციაში მიღებული და შესასვლელი ჩახერგილია, თუმცა იმის გამო რომ მეორე, ალტერნატიული გზა კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაშია, მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა მაინც გზის მეწყრულ მონაკვეთზე შედის.
გზის ეს დამეწყრილი მონაკვეთი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა, სადაც განმარტებულია, რომ პრობლემური ქანების გამოვლენა მხოლოდ სამშენებლო ეტაპზე მოხდა და გზის რეაბილიტაციაზე დახარჯული 17 მილიონის მიუხედავად, შედეგი ამ დრომდე არ ჩანს.
მეწყრულ უბანზე საკვლევი სამუშაოებისთვის 4 წლის წინ დამატებით 299 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა პრობლემის შესწავლა ამ დრომდე გაგრძელდა.