19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილმა უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესში მიიღო მონაწილეობა

უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესის პირველი ეტაპი სამცხე-ჯავახეთში დასრულდა. ხიზაბავრის ტერიტორიაზე აღდგენილია უძველესი მესხური ტერასების 12 ჰექტარი.

პირველი ნერგები პროექტის ორგანიზატორებთან ერთად დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ჩაყარა. მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილი კულტურის ძეგლის სტატუსის მქონე სოფელ ჭაჭკარშიც ჩავიდა, სადაც სოფლის რევიტალიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

„ეს არ არის მხოლოდდამხოლოდ ვენახის აღორძინება, ეს არის სამცხე-ჯავახეთის და მთლიანად საქართველოს ფეხზე წამოდგომის დასაწყისი. მიხარია, რომ ჩვენ, ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო მივიწყებული აღვადგინეთ. ეს რეგიონი გაცოცხლდება, იქნება კიდევ უფრო მეტი სტუმარი ამ რეგიონში,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ფონდ ქართუს გადაუხადა მადლობა, რომელმაც მისი თქმით, 20 მილიონი ლარის ღირებულების მეურნეობა გადასცა სახელწმიფოს უსასყიდლოდ. 

დღის ამბები