ვალდორფში ზაფხულის მოსვლის აღსანიშნავ ზეიმს დაესწრო საქართველოს პირველი ლედი. მაკა ჩიჩუამ როგორც საბავშო ბაღი, ასევე სკოლა დაათვალიერა და ვალდორფში არსებულ სწავლის მეთოდებს გაეცნო.
სკოლაში სწავლება ხორციელდება ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებით და ბავშვის და მოზარდის ინდივიდუალურ განვითარებაზე დაკვირვებას და მის ხელშეწყობას ეფუძნება.
საბავშვო ბაღსა და სკოლა ვალდორფში ინკლუზიური სწავლების საკლასო ოთახებია, სკოლაში დანერგილია ინტეგრირებული სისტემა და სწავლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.