19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
დატბორილი ქუჩები და ეზოები რუსთავში-გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამე გაგრძელდა

რუსთავში სტიქიის შედეგად დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად განსაკუთრებით რუსთავის მე-7 და მე-8 მიკრორაიონი დაზარალდა, სადაც იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დატბორა. რამდენიმე მისამართზე წყალი სარდაფებშიც ჩავიდა. აღმაშენებლის ქუჩაზე კი ასფალტის საფარი ჩავარდა.

სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობოდა ქალაქის მერი დავით ჯიქია. დატბორილი გზების გაწმენდას რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურები, ქალაქის მერიის დასუფთავების, უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლები აწარმოებდნენ. 

დღის ამბები