19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ხელოვნურად გამხმარი ასობით ხე - ნაძალადევის ფერდობზე გაშენებულ ხელოვნურ ტყე-პარკს გასაჩეხად ამზადებენ

ნაძალადევის ფერდობზე გაშენებულ პირველი ხელოვნური ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ასობით ხე უკვე მონიშნულია მოსაჩეხად, ყველას ძირი აქვს დამწვარი და ხელოვნურად არის გამხმარი - მიზანი სამშენებლო ტერიტორიის გათავისუფლებაა.

ტყე-პარკი ხუდადოვის პერიოდში აშენდა და ის სამკურნალო ფუნქციას ითავსებს. ის ადგილობრივებს ტუბერკულოზისგანაც იცავს.

ხუდადოვის ტყის ადგილს უკანონო მოსახლეები იკავებენ. იქ უკვე 80-მდე ნაკვეთია, ბევრგან კაპიტალური სახლებიც არის ჩადგმული.

ტერიტორიაზე ნაკვეთებია შემოღობილი, რასთან დაკავშირებითაც, ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ ვერ ადგენენ უკანონოდ შემოღობილი ნაკვეთების მფლობელებს.

პრობლემაზე საუბარი არ სურს არც თბილისის მერს, არც ზედამხედველობის და არც არქიტექტურის სამსახურს.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები