19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"ხელოვნური სუნთქვა" - სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" შემქმნელები "რუსთავი 2"-ზე ახალ სერიალს იწყებენ

ხელოვნური სუნთქვა - სერიალ ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელები რუსთავი 2-ზე ახალ სერიალს იწყებენ.

სერიალი ეთერში მომავალი კვირიდან გავა, რომლის სცენარზეც დათო გაბუნია და ქეთი დევდარიანი იმუშავებენ.

სცენარის ავტორებმა სერიალის სიუჟეტზე და გმირებზე ფიქრი 2 წლის წინ დაიწყეს. ფორმულა კრეატივის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ტელესივრცეში დრამის აუცილებლობა გაჩნდა.

დრამა, რომელიც მომავალი კვირიდან ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ეთერში გავა, მედიცინის პარალელურად იქნება ყველაფერზე, ყველა სოციალურ, ადამიანურ პრობლემასა თუ სხვა საკითხებზე.

ავტორ: თაკო მესხი.

დღის ამბები