როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ის ყველა შემთხვევაში გამოიწვევს ეჭვს - ასე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის სასამართლო პროცესს რესპუბლიკური პარტიის წევრები აფასებენ.
რესპუბლიკელები თვლიან, რომ კითხვის ნიშნები არსებობს და კოლეგიას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ მათზე არგუმენტირებული პასუხები ყოფილიყო, თუმცა ასე არ მოხდა.
„როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ის ყველა შემთხვევაში გამოიწვევს ეჭვს, იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონი გუჯაბიძის მიმართ დადგა აცილების საკითხი, რომელიც საკმაოდ დასაბუთებული იყო მხარის მხრიდან. მოსამართლეს უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ეს არ იყოს პოლიტიკურ პროცესად აღქმული. გამოხატვის თავისუფლება და მართლმსაჯულების მიმართ ნდობა, ორივე არის მაღალი ინტერესი და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულების ნდობა ისევ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.